დღეს ფერისცვალებაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს
ფერისცვალებას აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საღვთო ლიტურგიას მცხეთის სამთავროს მონასტერში აღავლენს, რომელიც
10:00 საათზე დაიწყებბა. წირვის შემდეგ ხილის კურთხევა
გაიმართება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა
თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი
იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი
გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე
ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: "ეს არის ძე ჩემი
საყვარელი, მაგის ისმინეთ!".
ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება - მთას
ღრუბელი ადგება.