ეს საინტერესოა
თუთმაჯი – როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მესხური კერძი
მესხური სამზარეულო მოხარშული
და გამომცხვარი ცომეულის, აგრეთვე, რძის პროდუქტებისგან დამზადებული
კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთ-ერთია თუთმაჯი, რომელიც
მესხური ნადუღის გარდა, მაწვნითაც მზადდება. მაწვნიანი ვარიანტი უფრო
მეტად წვნიანია.
ინგრედიენტები:
• პირველი ხარისხის ფქვილი -500 გ
• წყალი – 200 მლ
• ხახვი – 4-5 თავი
• ნადუღი – 200 გ
• ერბო – 100 გ
• მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. წყლითა და ფქვილით მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.
2. ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად დ დავჭრათ ანასთის
ღერების ტოლ ნაჭრებად.
3. დავყაროთ ფქვილი და ავურიოთ, რათა ცომი ერთმანეთს არ მიეწებოს.
4. ოვალური ფორმის ცომის ნაჭრები დაბრაწეთ ერბოიან ტაფაზე
გაოქროსფერებამდე. იმავე ერბოში მოდაღეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
5. ცომის გრძელი ნაჭრები მოხარშეთ მდუღარე მარილწყალში (წყალი ცომზე
ორჯერ მეტი უნდა იყოს). ნაჭრები რომ მოიხარშება, ქვაბში ჩაუშვით ცომის
შემწვარი ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დაამატეთ
ნადუღი და ურიეთ, სანამ ნადუღი არ გადნება.
მომზადებული თუთმაჯი მიირთვით ცხელ-ცხელი.
გააზიარეთ :