ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები იწყება. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სამთვიანი სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, სატყეო საქმის სპეციალისტები, ინვენტარიზაციის სამუშაოებს 30 ათას ჰა ფართობზე განახორციელებენ. მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მესამე ეტაპი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და ორგანიზაცია „Zavita” მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გასული ორი წლის განმავლობაში, წარმატებულმა მეტყევეებმა ინვენტარიზაციის სამუშაოები ლაგოდეხში, ახმეტაში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში განახორციელეს. ამ მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2021 წელსაც აგრძელებს.

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს. მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია, თუმცა, უკანასკნელი ტყის ინვენტარიზაციის მასალები ქვეყანაში 1997 წლით თარიღდებოდა. სამწუხაროდ, საველე და ტყის მართვის გეგმების მომზადების სამუშაოების განმახორციელებელი შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტების (ე.წ., ტაქსატორები) რაოდენობა დღეს ქვეყანაში საკმარისი არ არის. შესაბამისად ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო განათლების მხარდაჭერასაც ახორციელებს.

ტყის ინვენტარიზაციის პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ უკვე განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და ტყის მართვის გეგმები მომზადებულია მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.