დღეიდან, ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
დღეიდან, 22 ივნისიდან ქუჩაში
პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა
გააჟღერა.
პირბადეების ტარება გაჩერებებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ
სავალდებულოა.
ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში
იყო. წესის დარღვევისთვის ასეულობით მოქალაქეს აჯარიმებდნენ. ჯარიმა
20 ლარია.