სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზესტაფონში, სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რის
შედეგადაც გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით
გადაადგილდებოდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ერთი
ვაგონი სრულად დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე
სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც
გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.