დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის
შესახებ ინფორმაციას რადიო
"ათინათი" ავრცელებს.
დაღუპულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარიცაა. შემთხვევის დროს დაშავდა
კიდევ ორი მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია
მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათგან ერთის მდგომარეობა
უკიდურესად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა, მეორესი კი შედარებით
სტაბილურია.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მერვე
ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.