ახალი ამბები
ასპინძაში, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ ნაქალაქევის მკვიდრი იყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

მამაკაცი სახლიდან გუშინ, 23 თებერვალს დილით გავიდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცხედარს კი ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.



"გუშინ, საღამოს ხუთი საათის შემდეგ ეძებს მთელი სოფელი. შვილს აქვს მძიმე დაავადების დიაგნოზი, არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება ამ ამბავს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, შეიძლება უბრალოდ ჩავარდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო" - ამბობენ სოფელში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.