ბორჯომში, სასტუმროდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა
მცირეწლოვანი ბავშვი დღეს, რამდენიმე წუთის წინ, სავარაუდოდ მეორე
სართულის აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში
მოხდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც საავადმყოფოში გვითხრეს, 3 წლის ბავშვს კომპიუტერული კვლევა
უტარდება. ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას
დაზუსტებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.