მიწისძვრა თურქეთში - არის მსხვერპლი
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური
ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე,
თურქეთის ვანის პროვინციაში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა,
დაშავებულია 5.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 4
ზრდასრული და 3 ბავშვი. მისივე ცნობით, 1000-ზე მეტი შენობა
დაზიანდა.
მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანის ოპერაციას
ახორციელებენ. თურქეთის მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ თურქეთის 43
სოფელში გამოიწვია ზარალი. 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა
მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში თურქეთ-ირანის საზღვარზე კვირას
გამთენიისას მოხდა.