ოკუპანტებმა ახალგაზრდა ბიჭი გაიტაცეს
გასულ ღამეს ოკუპანტებმა სოფელ
კირბალიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაციას ამის
შესახებ
imedinews ავრცელებს. ინფორმაციას
ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის
სადამკვირვებლობლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის
გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილია.
ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშაზე იყო წასული, - ამის შესახებ ზეღდულეთის
ადმინისტრაციული ერთეულში, გორის მერის წარმომადგენელმა დავით
ცერცვაძემ განაცხადა.
„ბიჭები სოფელთან მდებარე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. 17
წლის ბიჭი დააკავეს, დანარჩენებმა გამოქცევა შეძლეს. ამ ბიჭის მამაც
რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული. ზუსტად არ ვიცით, სად იმყოფება ის
ახლა - რუსულ ბაზაზე თუ ცხინვალში“, - განაცხადა
ცერცვაძემ.