გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით ავტომანქანაში
მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი
ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას
გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უწყება სხვა ინფორმაციას არ
ავრცელებს
წყარო: on.ge