მშენებარე კორპუსიდან ორი ადამიანი გადმოვარდა
თბილისში მეტროსადგურ "გოცირიძეს" მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე
სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა.
ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც
გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
ან მძიმე დაზიანება.