კობი-გუდაურის გზაზე ზვავმა მანქანა ხევში ჩაიტანა - არის მსხვერპლი
უბედური შემთხვევა მოხდა კობი-გუდაურის მონაკვეთზე. გზაზე ზვავის
ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ზვავმა ავტომობილი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა ხევში
გადააგდო.
“ერთი მგზავრი ქალი ამოყვანილია უვნებლად; ერთი დაშავებულია, ასევე,
არის ერთი მსხვერპლი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში.
დაღუპული და დაშავებული პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას
გულიხსმობს.