ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ
მაისში შუახნის მამაკაცი ნათესავმა სავარაუდოდ დანით დაჭრა.
სოფელში მერის წარმომადგენელი მარინე ლაგვილავა ამბობს, რომ
მამაკაცმა გაქცევა სცადა და მეზობლის სახლს შეაფარა თავი,
სადაც ასევე დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალბატონს. „მას თავში ხის
ჯორკო აქვს ჩარტყმული“, - ამბობს მარინე ლაგვილავა.
დაჭრილს ხობის საავადმყოფოში ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, რაც
შეეხება მეზობელ ქალბატონს, ის ასევე დაზიანებებით გადაყვანილია
ქუთაისის საავადმყოფოში.
ინფორმაციას
"ლაივპრესი" ავრცელებს
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი . გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს,
რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.