თურქეთში ქართველი ქალი მანქანაში ჩაცხრილეს
თურქეთში ქართველი ემიგრანტი
მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ
ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ი.კ კაისერში
ჩაცხრილეს, დაჭრილები არიან მანქანაში მსხდომებიც.
„საშინელება მოხდა ბატონო შოთო არავის არ გვჯერა ეს შემზარავი
ამბავი ძალიან კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი
იყო. გთხოვთ დაგვეხმაროთ საქართველოში გადასვენებაში დაუჯერებელია ის
რაც მოხდა“, - წერენ ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს.
თურქეთში მყოფი ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს დახმარებისთვის
მიმართავენ და ითხოვენ მკაცრად დაისაჯოს მკვლელები.
„ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რა რთულ
პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების
დაპურება
ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების
ნაწილია!“ - წერენ ემიგრანტები.
წყარო: პრაიმ ტაიმი