მასწავლებელმა მოსწავლე სცემა
თელავის ერთ-ერთ სკოლაში,
პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტს ადასტურებს
სკოლის დირექტორი.
მისი განცხდებით, შემთხვევა
საგაკვეთილო პროცესზე მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც
დააფიქსირა.
“გიდასტურებთ, რომ შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესზე
მოხდა . კამერებმა დააფიქსირეს , როგორ ეხება ფიზიკურად
პედაგოგი ბავშვს. ამ ყველაფერს ჩემი თვალით შევესწარი, რის შემდეგაც
დავწერე წარდგინება და მივმართე სკოლის დისციპლინურ
კომიტეტს” – ამბობს დირექტორი.
სავარაუდო მოძალადე პედაგოგი მედიასთან ამ ეტაპზე არ კონტაქტობს.
სკოლის დისციპლინური კომიტეტი კი მომხდარს უკვე სწავლობს.
წყარო: MAK