რუსთავში გარდაცვლილია ცოლ-ქმარი, შვილი საავადმყოფოშია
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე,
სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ორი ადამიანი გარდაიცვალა,
მესამე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში
გადაიყვანა. გარდაცვლილები 53 და 57 წლის ცოლ-ქმარი არიან, მათი 25
წლის შვილი კი ჰოსპიტალიზირებულია.
ოჯახი ლეონიძის ქუჩაზე ნაქირავრებ ბინაში ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის"
თანამშრომლები.
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი გასულ კვირასაც
გარდაიცვალა.