კიდევ ერთი ავიაკატასტროფა - ავღანეთი
ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა
კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის
რეგიონში ჩამოვარდა. ადგილობრივი
მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა
გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში დაახლოებით 83
მგზავრი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. თვითმფრინავი
ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.