ავარია კახეთში - მსხვერპლი მამა-შვილი
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო
შემთხვევა კახეთში, ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე.
მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ
გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი
დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები
მიიღო.
სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის
მკვიდრია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
წყარო: prime time