ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის შედეგად, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ
უკიდურესად მძიმეა.
დაშავებული ქალი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის დავით ლოლაძის
განცხადებით, ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის შემდეგ არ
შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,
დაშავებული ქალი, ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურმა ჯგუფმა,
მცხეთის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა.
ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის
გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გადაყვანისას ჩატარებული
რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი
მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე იყო.
ქვიშხეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის სამი
მცირეწლოვანი ბავშვია. სოფელ სათივესთან, საავტომობილო გზაზე მოძრავი
მანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე
დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10
წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.