ბორჯომში მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა
ბორჯომში დღეს დაახლოებით 21:45 სთ-ზე მიწისძვრა მოხდა. მცირე ბიძგები
ორჯერ განმეოდა.
ინფორმაციას ამ მიწისძვრის ეპიცენტრის შესახებ ჯერ-ჯერობით
სეისმოლოგიური ცენტრი არ ავრცელებს, თუმცა სეისმური მონიტორინგის
ცენტრის ინფორმაციით დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა, ერთი
დილით 4,5 - მაგნიტუდა დედოფლისწყაროში, ხოლო მეორე 3,8 მაგნიტუდა
რაჭაში, ონში. რომლის ბიძგები ჭიათურაშიც იგრძნობოდა. ბორჯომში
ბიძგები შესაძლოა ამ მიწისძვრების გაგრძელება იყოს.