ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობისას 4 ტურისტი დაიღუპა
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი
დაიღუპა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და
სამართალდამცველები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს .
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან.