ვალეში, 5 წლის ბავშვი ავტოავარიას ემსხვერპლა
თვითმხილველების განცხადებით, ბაბუა შვილიშვილს ნაყინს აწვდიდა, რა
დროსაც გოგონამ მოულოდნელად საავტომობილო გზაზე გადაირბინა, მძღოლმა
საჭის დამორჩილება ვეღარ მოასწრო
და 5 წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ვალეში,სტალინის ქუჩაზე
მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული კლინიკა
,,უნიმედი სამცხე"–ში გადაიყვანა, თუმცა ექიმების განმარტებით,
პაციენტს გული ფაქტიურად გაჩერებული ჰქონდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის
პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს: "ავტომობილის, ტრამვაის,
ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ
სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება"- აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე".
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი"