საკირის ტყეში ხანძარი ამ დრომდე ლიკვიდირებული არ არის
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები საკირის ტყეში ამ დრომდე გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით
, დილიდან ხდება ტექნიკის მობილზება. მისი თქმით, მთელი ღამის
განმავლობაში ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობდა.
"ეხლა იწყება ტექნიკის მობილიზება, გაიჭრება გზები, რომ
ადვილად მოხდეს ხანძრის კერებამდე მისვლა. იმის გამო, რომ გზა მიუვალი
იყო, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მხოლოდ ძალა მუშაობდა. ამ
დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა ლიკვიდირებული არ
არის" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.
შეგახსენებთ, ცეცხლი საკირის ტყეში, გუშინ, 30 აპრილს, 6 საათისთვის
გაჩნდა, რის შემდეგაც მოხდა რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
მობილიზება. მეხანძრეები და მეტყევეები ადგილზე მთელი ღამის
განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.