ბორჯომში, საკირის ტყეში ხანძარს ებრძვიან
ამ წუთებში, საკირის ტყეში ე.წ. "ხრამითხევში", ხანძარს ებრძვიან.
ცეცხლი დაახლოებით 10 მეასედზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და
ცოცხალი ძალა.
სოფელ საკირეში, მერის წარმომადგენლის თამაზ ჩუტკერაშვილის თქმით,
ცეცხლი დაახლოებით 6 საათისთვის გაჩნდა, რა დროსაც მოსახლეობის მიერ
მოხდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება. მისი თქმით,
დასახლებულ ზონამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს,
რადგან ხანძარი მოსახლეობიდან 4-5კმ-ის დაშორებითაა გაჩენილი. თამაზ
ჩუტკერაშვილის განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ადგილობრივებიც
არიან ჩართულები, მისი განმარტებით ხანძრის ლოკალიზება არ
გართულდება.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და გუბერნიის
წარმომადგენლები. ჯერ-ჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.