ახალი ამბები
პატრულმა ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის დასათვალიერებლად გამოპარული 10 წლის ბავშვი ოჯახში დააბრუნა
საპატრულო პოლიციამ თბილისში ხაშურიდან დაკარგული ბავშვი იპოვა. როგორც ირკვევა, ბიჭუნა, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და სახლიდან გაიპარა, მატარებელს გაჰყვა და თბილისში ჩავიდა.

ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი,  პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. როგორც გიორგიმ პატრულ-ინსპექტორს უამბო, სახლიდან დაუკითხავად წამოვიდა თბილისში. პატრულმა ბავშვს სახელი, გვარი, კოორდინატები გამოჰკითხა და რამდენიმე წუთში იპოვა მისი ოჯახი ხაშურში. გიორგის მამას დაუკავშირდნენ და ახარეს, რომ მისი ვაჟი იპოვეს.

წყარო: http://www.ambebi.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.