ბორჯომის ტყეში 20 ლიტრიანი ბენზინის ავზი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილ
ხანძართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე
მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა
რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც.
ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში
ვრცელდება.
ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი წერს : "დილას, ბორჯომის ტყეში
ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს
მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა
ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი
ბიდონი ტყეში".