დაბაში ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენს ელოდებიან
დაბაში, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მალე ავიაცია ჩაერთვება.
შემთხვევის ადგილზე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს ელოდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, 3000კვ. მ ფართობზეა გაჩენილი ხანძარი.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მეტყევეები. როგორც დაბა-წაღვერის
ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ზაირა ფალვენიანმა
ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, მიუვალი ადგილის გამო რთულდება
ხანძრის ლოკალიზება.
"ცეცლი, ომის დროს გადამწვარი ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე
გაჩნდა. სავარაუდო ინფორმაციით, 3000კვ. მ ფართობზეა ცეცხლი
გავრცელებული და იწვის შერეული ტყე. ცეცხლი შევნიშნეთ თუ არა, მაშინვე
ვთხოვეთ შსს-ს მინისტრს ვერტმფრენით დახმარება, ახლა ველოდებით
ავიაციას და იმედია მალე მოხდება ხანძრის ჩაქრობა. საგანგებო
სამსახურებთან ერთად ვართ ადგილობრივი მოსახლეობაც გამოსული, თუმცა
ჩვენი ძალებით შეუძლებელია მისი ჩაქრობა" - განაცხადა ზაირა
ფალვენიანმა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოძიება სსკ. 187-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
გულისხმობს.