გორთან მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა
სოფელ ორთაშენში, გორის მერიის დასუფთავების სამსახურის სატვირთო
მანქანა,ე.წ. "რობოტი", ნიქოზი-თბილისის მატარებელს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. დაშავებულია
მხოლოდ დასუფთავების სამსახურის მანქანის მძღოლი. მსხვერპლი არ არის.
ამ დროისათვის ადგიზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ
წყარო ტელეკომპანია დია