ბორჯომში შველი სავარაუდოდ ორმა ბრაკონიერმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
16:20 / 04.02.2017
ბრაკონიერობის შემთხვევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ნაკრძალის
უფროსმა, ჩითახევის ტერიტორიაზე ტყეში დღეს, დაჭრილი შველი იპოვნა.
რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული
პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები
ადგილზე მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ. დაისჯებიან თუ არა და რა
სანქცია დაეკისრებათ სამართალდამრღვევებს, ამ ეტაპზე უცნობია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაძლოა მოგვიანებით მოკვლევა
დაიწყოს. თემას ტელეკომპანია "ბორჯომი" კვლავ დაუბრუნდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.