ბორჯომში ავარიის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია
12:59 / 23.01.2017
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ბორჯომში ცენტრალურ მაგისტრალზე.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ოპელი და პიკაპი შეეჯახა.
დაზარალებულები ახალციხისა და ხაშურის მცხოვრებლები არიან. მათ
კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ავარიის
გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ოპელის მარკის ავტომობილზე წინა
საბურავის დაზიანება გახდა.
ავარიის შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო ოპელის მძღოლმა. 25
წლის მამაკაცი ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში
გადაიყვანეს. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ. საქმე
სსკ 276-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ,
ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.