თბილისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს, თბილისში
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე
შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს კედლის
გადმონგრევის შედეგად, მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის
ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო
უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის
გარდაცვალების გამო.
გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი.
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც
მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის
ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.