ახალი ამბები
უცხო ქვეყნის 60 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.


„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტის და განას, ჯამში 60 მოქალაქე. გაძევებულთა შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.


აღსანიშნავია, რომ მიგრაციის დეპარტამენტსა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს შორის აქტიური კოორდინაციის შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 384 უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რაც 26%- ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია იმ პირთა მაჩვენებელიც, რომლებმაც გაძევების პროცედურის ფარგლებში ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს, კერძოდ, საქართველო დატოვა 323 პირმა, რაც 60,7 %-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაახლოების კუთხით. იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დამატებით გაზრდის დეპარტამენტის შესაძლებლობებს უზრუნველყოს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა ქვეყნიდან გაძევების ეფექტიანი პროცედურები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.