სოფელ ციხისჯვარში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
ციხისჯვარში, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი
სამსახურები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის ადგილზე
არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს.