შემთხვევა
თბილისში, რკინიგზაზე ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა
სარკინიგზო ლიანდაგზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი პირია გარდაცვლილი. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს. ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი 3 სექტემბერს, სავარაუდოდ, სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. 

წინასწარი ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.

13:10 საათიდან მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი თბილისში უკვე შემოსული იყო, დაახლოებით დიდუბის ტერიტორიაზე.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც მატარებელში მყოფი მგზავრები გვეუბნებიან, მათ დაჰპირდნენ, რომ დაახლოებით ნახევარ საათში ვაგონების დატოვების საშუალება მიეცემათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.