ბათუმში, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად
არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი
ერთ-ერთ ობიექტზე იყო დასაქმებული. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო
საცხოვრებლის სახურავის შეკეთება მიმდინარეობდა. სამუშაოებს ტენდერში
გამარჯვებული კომპანია “ალიგატორი-1” აწარმოებდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ბიჭი
ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ
მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის
სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო
უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.