შემთხვევა
ვალეში ჭაში მუშაობისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი გარდაიცვალა
ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 1965 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.

როგორც "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გვეუბნებიან, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ახალციხის კლინიკა "ევექსში" გადაიყანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგიმარტეს, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ დრომდე კინიკაში რჩება.

მომხდართან დაკავშირებით რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ველოდებით.

შენიშვნა: თავდაპირველად კომპანიაში გვთხრეს, რომ მამაკაცი საკანალიზაციო ჭაში გარდაცვალა, შემდეგ კი განმარტეს,რომ ეს იყო წყლის ჭა, სადაც ჩამკეტებს აკეთებდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.