დვირში დაკარგული კაცი ნაპოვნია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
დვირში დაკარგული კაცი ნაპოვნია. ინფორმაციას შშს
ადასტურებს.
40 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ჯეო ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში ის დღეს დილით შეიყვანეს და
გამოკვლევები უტარდება.
ახალგაზრდა კაცი სოფლის ტერიტორიიდან გუშინ დაიკარგა, მას მთელი დღის
განმავლობაში ეძებდნენ.