ახალი ამბები
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები
ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეების ნაწილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც რეგიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.


წალენჯიხის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დილის მონაცემებით 15-მდე კერძო სახლს აქვს სახურავი გადახდილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ფიქრობენ, რომ მონაცემები კიდევ გაიზრდება, რადგან სოფლებიდან ინფორმაციას ეტაპობრივად იღებენ.


ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლას. მერიის სამსახურში განაცხადეს, რომ აქ სასწავლო პროცესი დღეს შეწყვეტილია. ნაწილობრივ დაზიანდა ზუგდიდის კულტურის სახლიც, რომელსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.


სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ასევე განმარტეს, რომ მდინარე ენგურის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო ანაკლიაში 7 საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა.


ამავე ინფორმაციის თანახმად, მოგლეჯილი ხეებისგან წუხელვე გაიწმინდა გზები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.


უხვი თოვლის გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე.


სამეგრელოს მსგავსად, ელექტროენერგია არ მიეწოდება სვანეთის ნაწილსაც. "ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღდგენით სამუშაოები და აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება.



წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.