სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს, 20 იანვარს, ახალციხე-ბორჯომის
დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება, სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის
დაწყებული, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ
მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.
ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.