ახალი ამბები
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა
დღეს, 13 იანვარს, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში თავდაპირველად სამი დაშავებული გადაიყვანეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოს კიდევ ორმა დაშავებულმა მიმართა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გელა ორველაშვილის თქმით, სამმა პაციენტმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი. ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება ორი პაციენტი დედა-შვილი. დედა ჯერ-ჯერობით სტაციონარშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და Ford-ის მარკის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი.



ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. მომხდარის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე გზის ორივე მხარეს შეიქმნა საცობი და დროებით შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა.

რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და რომელი მუხლით დაიწყო საქმეზე გამოძიება, ამ კითხვით შსს-ს მივმართეთ. ტელეკომპანია "ბორჯომი" უწყებისგან პასუხს ელოდება.



ამავე თემაზე:

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში - დაშავებულები სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.