ახალი ამბები
სოფელ მუგარეთთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ქალი ემსხვერპლა.
ინფორმაციას
"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს
შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი
ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი პროზექტურაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით
დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გააზიარეთ :