სამცხე-ჯავახეთში შიდსით ინფიცირების 148 შემთხვევა დაფიქსირდა
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის
1-ელი დეკემბრის მონაცემებით,
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და
კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ
ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 -
ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს
შეადგენს.
მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც
შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.
ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41-
ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების
მოხედვით შემდეგია:
* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება
* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;
* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან
* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;
* 0,4 % - სისხლის გადასხმა
* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.
რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ
განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889
შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში -
1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში -
(504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214);
სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.