საზოგადოება
ახალციხეში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში 10 წლის ბავშვს მანქანა
დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, 15 ივლისს გვიან ღამით, 9 აპრილის ქუჩაზე
მოხდა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა
"იმედში" გადაიყვანა.
"ბავშვს ჰქონდა ზედაპირული ტრამვები, ქვედა კიდურებზე. ასევე თავის
ტრამვაც. ჩაუტარდა გამოკლვევები, მთელი ღამე დაკვირვების ქვეშ იყო.
დღეს გაეწერება კლინიკიდან" , - ამბობს "იმედის" კლინიკური მენეჯერი,
მზია კაკოშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
გააზიარეთ :