შემთხვევა
ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი სავარაუდოდ ავარიაში მოყვა
დღეს, 21 იანვარს, ნინოწმინდა-წალკის
გზაზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს
პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წევრი სამველ მანუკიანი სავარაუდოდ
ავარიაში მოყვა.
ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დეპუტატი თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში გადაიყვანეს,
სადაც ოპერაცია უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წყარო: jnews.ge
გააზიარეთ :