აშშ-ში ყინვას და შტორმს ემსხვერპლა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე
აშშ-ში 30-ზე მეტი ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ ყინვას, ქარიშხალს და თოვას.
CNN-ის ინფორმაციით, გასული კვირის
ბოლოდან დაღუპულია 37 ადამიანი, ABC-ს მონაცემებით - 39, ხოლო NBC-ს
ცნობით - 41. მსხვერპლია ნიუ-იორკის, კოლორადოს, ილინოისის, კანზასის,
მიჩიგანის, კენტუკის, მისურის, ტენესის და სხვა შტატებში.
გარდაცვლილთა ცხედრები ნაპოვნია ავტომანქანებში, სახლებსა და
ნამქრებში.
ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა -48 გრადუსი იყო. არაერთ შტატში
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიით გამოწვეული ავარიების გამო
ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ათასობით ამერიკელი. გასული სამი დღის
განმავლობაში გაუქმდა 12 ათასამდე ავიარეისი.
წყარო: რადიო თავისუფლება