ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
16 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის
02:00 საათზე, ახალქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის
მოპირდაპირე მხარეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 22 წლის ბიჭს,
რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა მანქანა დაეჯახა. დაშავებული
ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა
ვერ მოხერხდა.
„შემოიყვანეს 22 წლის ბიჭი, იყო უგონო მდგომარეობაში,
ფაქტობრივად გარდაცვლილი. მალევე დაფიქსირდა გარდაცვალება. დაახლოებით
04:00 საათზე ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს“,- აცხადებს
ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ალექსანდ თოროსიანი.
წყარო:
sknews.ge.
გააზიარეთ :