საზოგადოება
ნინოწმინდაში ბავშვს მანქანა დაეჯახა
8 აგვისტოს, ნინოწმინდის ნორაშენის რაიონში, 6 წლის ბავშვი ველოსიპედით სავალ ნაწილზე გადავიდა და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ავტომობილის მძღოლმა ბავშვი სახლში გადაიყვანა. შემდეგ ის ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს ჩაუტარდა საჭირო ექსპერტიზა. შედეგად გამოვლინდა ჰემატომები თავის არეში, ტვინის შერყევა და თავის ქალას მცირე დაზიანება. თუმცა, ექიმების თქმით, ამ ეტაპზე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვინაიდან მას ნეიროქირურგის კონსულტაცია დაუნიშნეს. ახალქალაქში შესაბამისი სპეციალისტის არ არსებობის გამო, ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, jnews.ge ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.