ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულებს კვლევები უტარდებათ
ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო
შემთხვევის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა „ჯეო-ჰოსპიტალსის
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის ირაკლი დიასამიძის თქმით: „ერთ
მათგანს მოტეხილობები აღენიშნება, ორ დაშავებულს კი კვლევები
უტარდება. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ
ემუქრება“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში დღეს, 20 მაისს სოფელ ლარებთან მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.
ავტომანქანაში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათგან მეთორმეტეკლასელი ბიჭი
ადგილზე გარდაიცვალა.
გააზიარეთ :