საზოგადოება
ახალციხის გასასვლელში ბენზინგასამართ სადგურზე ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა
დღეს, 31 მარტს ახალციხის
გასასვლელში ბენზინგასამართ სადგურზე ტრაილერის მძღოლი გარდაიცვალა,
შუახნის კაცი სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა.
ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე'' ავრცელებს. ტელეკომპანიის
მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტრაილერი ბენზინგასამართ სადგურზე
გაჩერდა და მანქანაში მყოფებმა დახმარება ითხოვეს. კაცი მოულოდნელად,
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გააზიარეთ :